Baby Bag

ანაცვლებს თუ არა „ტელესკოლა“ teams-ში გაკვეთილების ჩატარებას?

ანაცვლებს თუ არა „ტელესკოლა“ teams-ში გაკვეთილების ჩატარებას?

მას შემდეგ, რაც „ტელესკოლის“ შესახებ გახდა ცნობილი, გაჩნდა კითხვა, ხომ არ ანაცვლებს აღნიშნული პროექტი ონლაინ გაკვეთილებს. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ​Momsedu.ge-ს უთხრეს, teams-ში გაკვეთილების ჩატარება აუცილებელია.

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. რაც შეეხება teams-ში გაკვეთილების ჩატარებას, აუცილებელია. სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. ეს ორივე ფორმატი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესს,“ - აღნიშნეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

პროგრამები, ტესტების ნიმუშები, დამხმარე მასალები - ის, რაც გამოცდისთვის გჭირდებათ

პროგრამები, ტესტების ნიმუშები, დამხმარე მასალები - ის, რაც გამოცდისთვის გჭირდებათ

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ:

დამხმარე მასალები

    წაიკითხეთ სრულად