Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - „Feedc Edu”-ს სთავაზობს

განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - „Feedc Edu”-ს სთავაზობს

დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, „Feedc Edu”- ს სთავაზობს.

აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი „Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე - [email protected], ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ➡ https://edu.feedc.com/terms

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით „ტელესკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები

გაიცანით „ტელესკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაიცანით „ტელესკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები

წაიკითხეთ სრულად