Baby Bag

ვებინარი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის

ვებინარი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვდასხვა სახის აქტივობებს სთავაზობს.

იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს უფრო დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერულ მოწყობილობებთან და იზრდება ინტერნეტის მოხმარება, მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს კიბერ ჰიგიენის მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, განათლების მართვის საინფორმაცია სისტემა უზრუნველყოფს ვებინარების ორგანიზებას, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

ფიშინგი;
უსაფრთხო ბრაუზინგი;
სოციალური ინჟინერია;
განათლების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც იცავს მათ ონლაინ სერვისებს;

ვებინარის ჩატარების თარიღი: 

6 აპრილი 12:00 - 13:00 - მასწავლებლებისთვის
7 აპრილი 12:00 - 13:00 - მოსწავლეებისთვის
8 აპრილი 12:00 - 13:00 - მშობლებისთვის

ვებინარის სპიკერი იქნება ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის" ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი გიორგი გვასალია.  

ვებინარში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ბმული


შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახიდან გააგრძელებენ სწავლას

1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად