Baby Bag

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“ - მიხეილ ჩხენკელი

„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული:

„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებულია საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი „ტელესკოლა“ გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც იგი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც სკოლები იყენებენ დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, კერძოდ, მაიკროსოფტის პროდუქტები და, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში. განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ სწავლებაში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს მასწავლებელმა Microsoft Office 365-ის პროდუქტების მისაღებად

ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს მასწავლებელმა Microsoft Office 365-ის პროდუქტების მისაღებად

ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს მასწავლებელმა Microsoft Office 365-ის პროდუქტების მისაღებად. 

თუ გაქვთ ელ.ფოსტის მისამართ და პაროლი:

1. შედით email.mes.gov.ge

2. აირჩიეთ სასურველი პროგრამა

ელ.ფოსტაზე შესვლა

პორტალზე შესვლა

Microsoft Teams-ში შესვლა 

Microsoft Teams გადმოწერა

3. მიუთითეთ ელ.ფოსტის მისამართი და გადადით შემდეგ გვერდზე 

4. მიუთითეთ პაროლი და შედით სისტემაში

თუ არ გაქვთ ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი:

1. სთხოვეთ მასწავლებელს, ვისაც აქვს გაააქტიურებული მომხმარებლის პროფილი, გააგზავნოს შეტყობინება [email protected]ზე 

subject-ში მიუთითოს თქვენი პირადი ნომერი

2. 2 წუთის განმავლობაში იმ ელ.ფოსტაზე, საიდანაც გააგზავნეთ შეტყობინება, მოგივათ პასუხი და გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას


შენიშვნა: პლატფორმის გამოყენების დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​email.mes.gov.ge ​ინსტრუქციის ველში 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“


წაიკითხეთ სრულად