Baby Bag

Microsoft 365-ის ვიდეოინსტრუქციებს ახალი ინსტრუქციები დაემატა

Microsoft 365-ის ვიდეოინსტრუქციებს ახალი ინსტრუქციები დაემატა

Microsoft 365-ის ვიდეოინსტრუქციებს ახალი ინსტრუქციები დაემატა. იხილეთ ინსტრუქციები ​ბმულზე. 

საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. 



​თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო​ წყარო“ 

ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახ...
​ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან პირდაპირ ეთერში საუბრობს.როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მ...
ნიუ-იორკის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით Zoom-ის გამოყენება აკრძალეს
კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო სკოლები თითქმის ყველა ქვეყანაში დაცარიელდა, თუმცა მოსწავლეები განათლების მიღებას დისტანციურად მაინც ახერხებენ. ნიუ-იორკის სკოლებში დისტანციური სწავლების ერთ-...
საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებ...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა...

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

წაიკითხეთ სრულად