Baby Bag

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის მიერ ჩაატარებული გაკვეთილი დედაენის დღესთან დაკავშირებით

ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის მიერ ჩაატარებული გაკვეთილი დედაენის დღესთან დაკავშირებით

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღის მნიშვნელობასა და 1978 წლის მოვლენებზე ისაუბრა „ტელესკოლის“ პედაგოგმა ნათია ფურცელაძემ, რომელსაც 2019 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ნახეთ ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილი'' და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


ასე დაწყებული და სახალისოდ დასრულებული გაკვეთილი ყველა მოსწავლისთვის საინტერესო იქნება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...
გია მურღულიას ,,ტელეგაკვეთილმა'' განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან,...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება

„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება

„ტელესკოლისთვის“ 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი 3.8 მილიონი ლარი იქნება, - აღნიშნულის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ​განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

,,კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 14) ხორციელდება ქვეპროგრამა „ტელესკოლა“, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 404.2 ათას ლარს (აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის განხორციელების ვადებია 2020 წლის 30 მარტი - 30 ივნისი, შესაბამისად დაახლოებით გულისხმობს 3 თვეს). საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი. მიმდინარე პერიოდში სამთვიანი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო 65 პირი (კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სურდოპედაგოგი, ექსპერტები). ასევე 53 მასწავლებელი 440 გაკვეთილის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ ტელეწამყვანის (მასწავლებლის), არაქართულენოვანი (სომხური და აზერბაიჯანული) სკოლების ტელეწამყვანი მასწავლებლისა, რუსულენოვანი ტელეწამყვანისა და ცეკვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ერთეული სატელევიზიო გაკვეთილის შესაბამისად. სატელევიზიო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე 15 წუთს, ხოლო ანაზღაურება 125.0 ლარს. ზემოხსენებული პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი. 2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე,'' - აღნიშნულია დოკუმენტში. 


წაიკითხეთ სრულად