ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
სამოქალაქო განათლების ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ, რეგისტრაცია მალე დასრულდება!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს, გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან. ცენტრის ცნობით, ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლებიც დაიწყება 29 მაისიდან და დასრულდება გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე.
„ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გარანტირებულად ჩააბარებენ გამოცდას და მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგს. ტრენინგის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო თეორიული მასალითა და სავარჯიშოებით,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ცენტრში.