ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
2021 წელს გამოცდაზე ანალიტიკური წერა 4 კრიტერიუმით ფასდება - ტრენინგი, რომელიც მაქსიმალური ქულის მოპოვებაში დაგეხმარებათ
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ტრენინგები იწყება. ამჯერად ცენტრი პედაგოგებს დაწყებით კომბინირებულ სრულ კურსს სთავაზობს.
სრული კურსი მოიცავს ყველა საჭირო თეორიულ მასალასა და სავარჯიშოებს. ტრენერი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს თავად ასწორებს მასწავლებლის გამოცდებს - ის შეგასწავლით მეთოდებს, თუ როგორ სწორდება თქვენი ნაწერები.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობა 2 საათია. ტრენინგი გრძელდება 2 თვე (თეორიული მასალის დამუშავება, განვლილი წლის ტესტების გარჩევა და გასწორების მეთოდის სწავლება) გადასახადი თვეში 90 ლარი.