„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.