„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება
მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინე ინგოროყვას ინფორამაციით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
„იქედან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი დაიწყო შერეულ რეჟიმში და პირველ ოქტომბრამდე მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაში საგაკვეთილო ცხრილების და ელექტრონული ჟურნალების დამატება. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია განხორციელდება eschool-ის ელექტრონულ სისტემაში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. თითოეულ თქვენგანს გარე დაკვირვების გავლის პერიოდი სისტემაში აგესახებათ რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში, რათა დროულად შეძლოთ გაკვეთილის გეგმების მომზადება და ატვირთვა,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში.