„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ლიმესის“ მოსწავლეთა 94%-მა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსამზადებელ ცენტრ „ლიმესში“ მომზადებულმა აბიტურიენტებმა უმაღალესი შედეგები აჩვენეს.
„ყოველივე ეს განაპირობა იმან, რომ მოსამზადებელ ცენტრ „ლიმესში“ მოსწავლეთა მომზადებაზე ზრუნავენ მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული პედაგოგები. მათი ნაწილი თავად ასწორებს ეროვნულ გამოცდებს,“ - აცხადებენ ცენტრში.
„ლიმესი“ დასახელდა ერთ-ერთ მაღალკვალიფიციურ მოსამზადებელ ცენტრად მთელს რეგიონში.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია შემდეგ საგნებზე: