Baby Bag

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტრენინგი, რომლის დახმარებითაც პროფესიული უნარების გამოცდაზე უმაღლეს შეფასებას - 10 კრედიტს აიღებთ

​ტრენინგი, რომლის დახმარებითაც პროფესიული უნარების გამოცდაზე უმაღლეს შეფასებას - 10 კრედიტს აიღებთ

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები და გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი მიიღონ. 

გამოცდის უმღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი იწყებს საყოველთაო ტრენინგებს, რომლებსაც მასწავლებლის სახლის ტრენერები ატარებენ. სწორედ ისინი ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. 

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი აიღო! ტრენინგ ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.

„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებ. აქედან გამომდინარე ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.

კურსის დასაწყისში მასწავლებლებს მიეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:

პროფესიული უნარები:

კურსის ხანგრძლივობა 24 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით 200 ლარი, ონლაინ - 150 ლარი.

მათემატიკა I-VI : (მათემატიკა, აკადემიური უნარები)

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა ონლაინ -150 ლარი;

მათემატიკა VII-XII: (მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა - კალკულუსი, ანალიზური გეომეტრია, კომპლექსური ცვლადები, წრფივი დაპროგრამების ამოცანა და ა.შ.)

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა ონლაინ -150 ლარი;

აკადემიური უნარები: (ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება)

კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 6 სექტემბერს. ტრენინგები დაიწყება 8 სექტემბრიდან.


რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმუ​ლს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად