Baby Bag

„ამქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლობაა“ - გია მურღულია

„ამქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლობაა“ - გია მურღულია

ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მასწავლებლის პროფესიის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„პესიმისტები ცუდად ან საერთოდ არ ასწავლიან. როდესაც მოსწავლეებთან შევდივარ კლასში, მჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელზე. ერთხელ მარტინ ლუთერმა თქვა: „რომ ვიცოდე, ხვალ სამყაროს დასასრული იქნება, დღეს მაინც დავრგავ ხეს".

სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება.

არანაკლები გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება ფიქრს, რომელიც სიცოცხლეს ცხოვრებად აქცევს.

მე ვიცი, რომ ის, ვინც წინ მიზის სასწავლო მაგიდასთან, ჩემზე უკეთესი თუ არ იქნება, სამყაროს განვითარება საკუთარ აზრსა და მნიშვნელობას დაკარგავს.

ისიც ვიცი, რომ ის მიყვარს, რადგან ამის გარეშე არ ვისურვებ, ჩემზე კარგი იყოს.

ამქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლობაა.

მოსწავლესაც შეიძლება ასე მიმართო:

„მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“.

,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციური სწავლების გა...
,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციური სწავლების განხორციელებაში ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულები,'' - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუ...
„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობი...
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად