Baby Bag

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“ - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“ - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

როგორც იგი წერს, „გურული დღიურების ფონდს“ პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი ჰყავს:

„ჩემი ისტორიის მასწავლებელი, შესანიშნავი პროფესიონალი ნათელა სურგულაძე პენსიაზე გავიდა - ის ჩვენი პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი იქნება და ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ,“ - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

საშინაო დავალების გაგზავნა და შემოწმება - დეტალური ინსტრუქცია
როგორ მივცეთ მოსწავლეს საშინაო დავალება და როგორ შევამოწმოთ?ნახეთ დეტალური ინსტრუქცია👇თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლებ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.

ცარო მაისურაძე მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ. ის გეოგრაფიას ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლუიზა ლომჯარია ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დღემდე წარმატებით აგრძელებს.

შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.

მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია,33 წლიანი სამუშაო სტაჟით.მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესოა.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

წაიკითხეთ სრულად