პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები
საქართველოს სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება.
საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.
წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან – 15 მარტამდე გრძელდება;
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.