პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი? - აღნიშნული კითხვით MomsEdu.ge-ს არაერთი მკითხველი დაუკავშირდა.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, ზამთრის არდადეგების თარიღი არ შეცვლილა, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გაგრძელდება.
აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.