პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდის მიიღებენ სკოლებში მასწავლებლის ასისტენტებს? - დეტალებზე მარიამ ჯაში საუბრობს
„ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება და დამტკიცების შემთხვევაში პირველ ნაკადს სკოლა უკვე გაზაფხულზე მიიღებს," - აღნიშნულის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.