Baby Bag

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებას...

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებას...

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი? - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი?

ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე გაძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდე საკუთარ ცხოვრებაზე და უკეთესი გახდე. ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად - კაცის) ღირსებას და რასაც გასწავლის, სიბრძნითაც მოიტანს შენამდე და სინატიფითაც.

ის ხედავს და გაწვდის ყველაფერს, რაც შენში კარგია ან შეუძლია სასიკეთოდ შეგცვალოს, მაგრამ „ვერ შეამჩნევს“ იმას, რამაც შესაძლოა შენი სახელი დააზიანოს.

მასში ანგელოზი ყოველთვის იმარჯვებს დემონზე.

შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს?

რა თქმა უნდა - ის ხომ უბრალოდ ადამიანია.

შეიძლება, ამ შეცდომას თავისი პროფესიული ღირსება გადააყოლოს?

რა თქმა უნდა არა - ის ხომ (თუ მართლა ნამდვილი მასწავლებელია) უბრალოდ ადამიანი არ არის.“

„ამქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლობაა“ - გია...
ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მასწავლებლის პროფესიის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

შეიძლება დაინტერესდეთ

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება. ხალხი რა, ერთი ჩემი მეზობელი კაცია ასეთი, რომელიც ნათესავადაც მეკუთვნის. ოთხმოცდაათიანების უყველაფრო გარიჟრაჟზე, ისე დაკვირვებით უყურებდა ხოლმე ჩემთვის იმ სახლში გაუგებრად აღმოჩენილ ბარომეტრს, თითქოს მეორე დილით, დიდი-დიდი, საღორეში არ იყო მისასვლელი, ტახისთვის ქატოს დასაყრელად. დეტალურად იწერდა ქარის სავარაუდო სიჩქარეს და მერე ამოწმებდა. ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანები, თუ ყანაში წასვლის ჟამი აწევდა, გასძახებდნენ ხოლმე - უუ, ელგუჯიე, რაფერი ამინდი იქნება ხვალ? და ელგუჯია დიდი სიამაყით და საგანგებო სიდინჯით მოახსენებდა. რადიოში, ამინდის გამოცხადების წუთები სახარების კითხვის რიტუალივით წმინდა იყო მისთვის. ყველა რაიონის ამინდის პროგნოზს უსმენდა გაფაციცებით, ინიშნავდა და ადარებდა. თითქმის წარმოუდგენელი საქმე იყო იმ დროს ხმის ამოღება, ჩახველებასაც კი ვერ გაბედავდი.

ამასწინ ვნახე. შვილიშვილის ტელეფონში, მისივე რეკომენდაციით, რაღაც პროგრამა გადმოუწერიათ, ამინდს აჩვენებს მსოფლიო რუკაზე. დღეში სამჯერ ამოწმებს. უკვე მოხუცი. კბილნაკლული და ცოტა კოჭლი. თუმცა ამ საქმეში მხნე და შეუდრეკელი. ჰოდა, ვნახე და მითხრა, ძალიან მიკვირსო. რა მეთქი? - ვკითხე. უკვე ერთი წელია ვაკვირდები და ჩრდილოეთ აფრიკის თავზე ღრუბელი არ დამინახავსო.
ჰოდა, გაუმარჯოს ელგუჯიას. ამ ახირებულ კაცს, გურიის ერთ პატარა სოფელში, რომელიც აფრიკის ზეცის ამბავზე დარდობს. მე ასეთი ადამიანი მიყვარს.“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

წაიკითხეთ სრულად