Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაისვენებენ თუ არა სკოლები 23 ნოემბერს?

დაისვენებენ თუ არა სკოლები 23 ნოემბერს?

23 ნოემბერს საქართველოში გიორგობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წელს 23 ნოემბერი წელს ხუთშაბათ დღეს ემთხვევა.

იხილეთ ასევე სხვა ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
წაიკითხეთ სრულად