განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
როდის გამოქვეყნდება შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგები - Naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგები დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, სწორედ ამ დროს გასაჯაროვდება ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემები.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.