განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს.
აღნიშნული აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.
,,საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ გამოცდაზე ჩაჭრილმა მასწავლებელმა არაფერი არ იცის, პასუხი მინდა გავცე'' - პრაქტიკოსი პედაგოგი
პრაქტიკოსი პედაგოგი თამარ გელბახიანი იმ მასწავლებლების სახელით, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, საზოგადეობას მიმართავს.
,,საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ გამოცდაზე ჩაჭრილმა მასწავლებელმა არაფერი არ იცის, პასუხი მინდა გავცე. ტესტის სირთულეზე მინდა ვისაუბრო. წელს დრო იყო შემცირებული, მასწავლებლებმა ვერ მოასწრეს პასუხების ფურცლებში გადატანა. არ გვაქვს პრეტენზია, რომ რაღაც საკითხი არ უნდა გვცოდნოდა ან რთული საკითხები იყო, რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ იყო ბევრი ღია პასუხი, რომელიც დროს მოითხოვდა,'' - აღნიშნა თამარ გელბახიანმა.