ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება, - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევროა. მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია შპს „Via Solis“-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთან.
მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი.