Baby Bag

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ და სად შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ვაკანსიის განთავსება? (ინსტრუქცია)

როგორ და სად შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ვაკანსიის განთავსება? (ინსტრუქცია)

სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია ვაკანსიების განთავსება ვებ-გვერდზე www.pedagogi.ge, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 

ვაკანსიის განსათავსებლად უნდა ესტუმროთ აღნიშნულ ვებ-გვერდს და დააჭიროთ ღილაკს ვაკანსიის დამატება. 

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე - ​ვაკანსიის განთავსება

წაიკითხეთ სრულად