Baby Bag

განათლების მინისტრი იმ სიახლეზე საუბრობს, რომელიც სისტემაში პანდემიის დროს დაინერგა და შემდეგაც გაგრძელდება

განათლების მინისტრი იმ სიახლეზე საუბრობს, რომელიც სისტემაში პანდემიის დროს დაინერგა და შემდეგაც გაგრძელდება

„განმავითარებელი შეფასება ყველა კლასში დაინერგება. ეს არის სიახლე, რომელიც პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოსტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ,,არენაში“ განაცხადა. 

მისივე თქმით, განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სისტემაა:

„შეფასების ამ ფორმას იყენებენ განათლების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნები, როგორებიცაა: ფინეთი, ესტონეთი და სხვები. განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი წერილობითი ფორმით აფასებს თითოეული მოსწავლის აკადემიურ, სუსტ და ძლიერ მხარეებს, რაც საშუალებას იძლევა სიღრმისეულად შეფასდეს თითოეული მოსწავლის აკადემიური გზა. აღნიშნული კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის (რადგან ეს არის უკუგების მნიშვნელოვანი ფორმა), ასევე მშობლისთვის და, რასაკვირველია, მასწავლებლებისთვისაც. ამ მეთოდით ხდება თითოული მოსწავლის აკადემიურ ზრდაზე დაკვირვება. განმავითარებელი შეფასება დაინერგება წელს, თუმცა პარალელურად იქნება ტრადიციული შეფასება, ნიშანიც (იხილეთ ​დეტალურად მოსწავლის შეფასების მეთოდები)“, - დასძინა განათლების მინისტრმა. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, შეფასების ორი სავალდებულო ფორმა განისაზღ...
2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - ​განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფ...
„დროა, საერთოდ გადავიდეთ განმავითარებელ შეფასებაზე“ - მზია კახაძე
​როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე ონლაინ სწავლების შემდეგ და რა პროცესები გამოკვეთა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განათლების სფეროში, ამ თემებზე ​Momsedu.ge სასკოლო საზოგადოებისთვის კარგად...