Baby Bag

„ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით“

„ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით“

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე წერს.

„ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, - შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც; უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი; გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო; ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა; ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...

არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა...
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია...
არც მკვლელისთვის...
„ჭირი მართალსო“ - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება - ინსტრუქცია

როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება - ინსტრუქცია

როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება? - ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აინტერესებთ. 

გთავაზობთ პასუხს ამ აქტუალურ კითხვაზე👇

  • ყოველკვირეულად განმეორებადი გაკვეთილის დანიშნვა მოსწავლეებისთვის შეზღუდული უფლებებით: https://bit.ly/2ycXrG0
  • ინსტრუქცია მათთვის, ვინც მხოლოდ მობილურ ტელეფონს იყენებს: https://bit.ly/2KIxUqW

Ms Teams-თან დაკავშირებულ სხვა კითხვებსა და პასუხებს გაეცანით ბმულზე - ​MS TEAMS-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - წერილი, რომელსაც ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს

წაიკითხეთ სრულად