საქართველოს მთავრობამ
1. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში).
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
3. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე.
იხილეთ მთავრობის დადგენილება
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“