ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„
გამოსვლის დროს მექანიკურად გამომრჩა, სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო. ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს. მე თვითონ ვარ განათლების სისტემის წარმომადგენელი მითუმეტეს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე დღეში მოახერხა განათლების მინისტრმა ახალ რეალობაზე გადაწყობა და მოახერხა დისტანციური სწავლების სისტემის შემოღება და რეალურად კრიზისი აქცია შესაძლებლობად“, - განაცხადა კობახიძემ.