Baby Bag

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ვისთვისაც უმთავრესი მიზანი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები - ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა, ჩვენი სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მთელ ქვეყანაში, ყველამ, ვინც ცხოვრების მთავარ საქმედ მომავალ თაობებზე ზრუნვა აირჩია, ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღო, რათა შეგვემსუბუქებინა სკოლისა და მეგობრებისაგან დაშორების სირთულეები, მოგვეძებნა განათლებისა და შინაარსიანი დასვენების ახალი გზები ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება," - აღნიშნულის განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

მეგან მარკლი მშობიარობს

მეგან მარკლი მშობიარობს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მშობიარობს  -  აღნიშულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც სასახლეში იუწყებიან პრინცი ჰარი მეუღლის გვერდითაა. ბავშვის სქესი უცნობია. 

დედოფალი ელისაბედისთვის მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილი მეშვიდე შვილიშვილი იქნება.

 


წაიკითხეთ სრულად