Baby Bag

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ვიდეო ონლაინ კურსის ფასილიტატორებისთვის

ვიდეო ონლაინ კურსის ფასილიტატორებისთვის

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო, ონლაინ კურსის ფასილიტატორებისათვის, რომლის მიზანია, დაეხმაროს ონლაინ კურსის ფასილიტატორებს, უკეთ გაიაზრონ ონლაინ სწავლების პრინციპები, რა შეცდომებს უშვებენ ონლაინ შემსწავლელები და როგორ უნდა დაეხმარონ მათ სწორად დაგეგმონ კურსზე მუშაობა, ჰქონდეთ უფრო მკაფიო და რეალისტური მოლოდინები. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო:

წაიკითხეთ სრულად