Baby Bag

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია სრულდება! - ინფორმაცია მოქმედი დირექტორებისთვისა და დირექტორობის მსურველთათვის

​სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია სრულდება! - ინფორმაცია მოქმედი დირექტორებისთვისა და დირექტორობის მსურველთათვის

სკოლების დირექტორთა ნაწილს, ანუ მათ ვისაც გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა, შეუჩერდათ უფლება-მოსილება და მათ მოვალეობას დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. დირექტორთა ვაკანსიებიც მალე განთვასდება, ამიტომ მათ ვისაც სურთ სკოლის დირექტორად მუშაობა აუცილებელია ჩააბარონ სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

„საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც წესი მოულოდნელად ინიშნება, რადგან იანვრის ბოლოდან იგეგმება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა, დიდი შანსია, რომ გამოცდაც იანვრის ბოლოს ან თებერვალში დაინიშნოს, ამიტომ აპლიკანტი მუდმივად მზად უნდა იყოს გამოცდაზე გასასვლელად“ - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

ცენტრში სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია სრულდება 18 დეკემბერს 23:00 საათზე. პროგრამა შედგება 3 მიმართულებისგან:

  • პროფესიული უნარები
  • ზოგადი უნარები
  • საკონონმდებლო ბაზა
პროგრამის ხანგრძლივობაა 30 საათი.

სესიები დაიწყება 20 დეკემბრიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი. 

ტრენინგს ჩაატარებს მასწავლებლის სახლის სერტიფიცირებული ტრენერი!

სრული პროგრამის ღირებულებაა 300 ლარი.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. 

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/WGypRCUEK3pjWLtaA ან დაგვიკავშირდით 592 477 277.

R.
წაიკითხეთ სრულად