Baby Bag

ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული

ელექტრონულ ბიბლიოთეკა el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - ელექტრონულ ბიბლიოთეკა ​el.ge-ზე უკვე 22 ათასი რესურსია ატვირთული.

ვებგვერდზე განთავსებულია :

  • ელექტრონული წიგნები;
  • თემატური ვიდეოები და სტატიები;
  • ფოტო და აუდიო მასალები;
  • გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტისთვის.

ქართული ონლაინ პროდუქტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო მრავალფეროვან, საგანმანათლებლო-შემეცნებით რესურსებთან.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაცია, el.ge-სთან პარტნიორობის ფარგლებში ვებ-გვერდზე ქმნის პირად სივრცეს და ტვირთავს თავის ელექტრონულ რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეს.

რესურსები ასევე მოიცავს სკოლებისთვის საგნობრივ, დამხმარე სახელმძღვანელოებსაც, ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ მრავალფეროვან ვიდეო ილუსტრაციებს, სახელმძღვანელოებს მოსწავლეებისთვის, მელოდიებს, საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ქართულ და უცხოენოვან ლიტერატურას.

განთავსებულია მენეჯმენტის, ჯანდაცვის საკითხების, ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერების საგნობრივი მიმართულების სახელმძღვანელოები.

პლატფორმას, დისტანციური სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაემატა ლექცია-ვებინარები როგორც ქართულენოვანი, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის. გარდა ამისა, საგანმანათლებლო პროექტის „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს საშინაო დავალებების კრებულების ნახვა და გადმოწერაც შეუძლიათ.

ქართული ინტერნეტ პროდუქტი el.ge, რომელიც მოცულობით ელექტრონულ რესურს ერთ სივრცეში აერთიანებს 2018 წელს, საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვამზადოთ სასწავლო რესურსი მოსწავლეებისთვის - ნიმუში

როგორ მოვამზადოთ სასწავლო რესურსი მოსწავლეებისთვის - ნიმუში

​გთავაზობთ სასწავლო რესურსის ნიმუშს, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა, მაგული დიასამიძემ მოამზადა.

სასწავლო რესურსის თემა იყო მოსწავლეებისთვის სასუნთქი სისტემის გაცნობა. იხილეთ სასწავლო რესურსი „სასუნთქი სისტემა“

წაიკითხეთ სრულად