საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო“ - ინფექციონისტი გრიპის ვაქცინაზე საუბრობს
„თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით.
ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო, ანუ ადამიანებს აქვთ შიში, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გაართულოს კოვიდის მიმდინარეობა და ამიტომ, მაგალითად, კოვიდის მქონესთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც რისკი აქვთ, რომ კოვიდი დაემართოთ, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან. ეს მოსაზრება არაფრით არ არის გამყარებული, არც ბიოლოგიური მექანიზმით და არც კვლევები მინახავს ამის სასარგებლოდ (თუ ვინმეს ასეთი კვლევა გეგულებათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ). ანუ თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის.
რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციას, რომ გრიპზე ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის ან კარანტინის პერიოდის დასრულებამდე, ამას ერთადერთი ის აზრი აქვს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანი ფიზიკურად ვერ მივა ასაცრელად და არა იმიტომ, რომ მას ეკრძალება ვაქცინის გაკეთება და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაურთულებს.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონ ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელიც მასიურად ვრცელდება სოციალური ქსელით, იმის თაობაზე, რომ არც ერთ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება პაციენტს თანხა გადაახდევინოს გრიპის ვაქცინაში. დარწმუნებული ვარ, ამ ნათქვამში იგულისხმება სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა და რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამაში პაციენტს ფულს გადაახდევინებს, ეს დანაშაულია. თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა ეს სხვანაირად გაიგო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადასახადი გრიპის ვაქცინაში. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული და ის არ უკეთდება ნებისმიერ მსურველს. ამიტომ იმათთვის, ვინც რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ერთადერთი არჩევანია ვაქცინის ღირებულების გადახდა (თუმცა ეს ვაქცინაც კი დეფიციტურია ამჟამად).