Baby Bag

,,მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები''

,,მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები''

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს,'' - აღნიშულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, დააკვირდნენ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე:

„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდვითრებას, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“

განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავა...
„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ​როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვი...
„სასწავლო წელი ᲨესაᲫლოა, Შერეული მოდელით დაიწყოს, რაც სკოლაში სიარულსაც და ონლაინ სწავლება...
„ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს,“ - ამის...

შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ ,,დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა პირბადის გარეშე შეძლონ. მისი ინფორმაციით, სამუშაო მაგიდებთან იქნება პლასტიკატის ბარიერები, რომელმაც, შეიძლება, უშუალოდ მუშაობის პროცესში პირბადე ჩაანაცვლოს.

,,მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

წყარო: ​rustavi2

წაიკითხეთ სრულად