Baby Bag

ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა

ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეიმუშაოს, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალური განხილვისთვის, ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

24 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

24 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 777 პირი გამოჯანმრთელდაგარდაცვალების 60 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ქვეყანაში ჩატარდა 472 88 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 185, „პისიარ“ ტესტით – 12 103.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.

წაიკითხეთ სრულად