Baby Bag

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები მასწავლებლებს - ვიდეო

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, მასწავლებლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქების – თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება.

წაიკითხეთ სრულად