Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა... ვისწავლოთ ამ გზით სიარული, ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს“ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი

„ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა... ვისწავლოთ ამ გზით სიარული, ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს“ - ლევან რატიანის ემოციური პოსტი

პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ექიმის ჩანაწერს ​MomsEdu.ge გთავაზობთ:

„საოცარია ეგ გარემო, არ ვიცი, ვინ რისთვის? მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, დავიღალეთ ამდენი ქაოსით! პანდენიამ და ამდენმა ტკივილმაც ვერ გვასწავლა ერთმანეთის დაფასება და სიყვარული. არადა, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ... დღეს არ არის დრო ერთმანეთის სიბოროტეზე ფიქრის და ქმედების! მიდით, აკეთეთ სიკეთე რა... ეს სჭირდება ხალხს დღეს... ერთად შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი სასიკეთოდ... სიყვარული და სიკეთის კეთება გადაგვარჩენს ამ ჟამიანობისას... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა... ვისწავლოთ ამ გზით სიარული... ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს... მიდი რა შეიგნე... ქაოსი არ გვინდა... გვაცალეთ სიცოცხლე რა...“ წერს ლევან რატიანი.

წაიკითხეთ სრულად