Baby Bag

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება''

,,სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება,'' – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი...“

„როგორც მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი...“

„როგორც მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი:

1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
2. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის;
3. ჰქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი;
4. იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.

მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა სკოლაში, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს..."

ნოდარ დუმბაძე

წაიკითხეთ სრულად