საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მოქმედი დირექტორების ნაწილმა ვერ გადალახა ტესტირების ეტაპი და სერტიფიკატის გარეშე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში განაგრძო სკოლის მართვა. მიმდინარე წელს ვადა გასდის 2014 წელს მიღებულ სერტიფიკატებს, თუმცა, მოქმედი დირექტორების შემთხვევაში ეს ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება.
აპლიკანტები წუხილს გამოხატავენ, რომ უწევთ წარმოუდგენლად დიდი თეორიული მასალის მომზადება: მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი 17 სამართლებრივ აქტსა და 20 სახელმძღვანელოს მოიცავს (დაახლოებით 9 000 გვერდი), რომ არაფერი ვთქვათ სარეკომენდაციო ლიტერატურასა და ზოგადი უნარების სავარჯიშო მასალაზე. ამას ისიც ემატება, რომ არ არსებობს გამოცდისათვის მოსამზადებელი რეალური პლატფორმა ტრენინგებისა და თემატური ტესტების სახით. აშკარაა, რომ დირექტორობის მსურველთა წუხილს ობიექტური საფუძველი გააჩნია.
ამ სიცარიელეს დღეიდან შეავსებს TCC/მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრი, რომელმაც შექმნა
სქელტანიანი სახელმძღვანელო (780 გვერდი) მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ გამოცდებში მონაწილე პირებს, არამედ ყველა მოქმედ დირექტორსა და მასწავლებელს. ტესტებში მოცემულია მრავალი კაზუსი და სიტუაციური მაგალითი სასკოლო ცხოვრებიდან, რომელთანაც სკოლებში მომუშავე პირებს ყოველდღიური შეხება და გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
ამასთან ერთად, ცენტრი საკუთარ
TCC/მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრი ტესტების კრებულებს საქართველოში ნებისმიერ მისამართზე უფასოდ აგზავნის მისი პარტნიორის, საქართველოს ფოსტის მეშვეობით.
ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება დაინტერესებულ პირებს.
R.