Baby Bag

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39.300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან დაახლოებით 94% გამოცხადდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3.600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12.000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია.

იხილეთ აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით: 

  • ისტორია - აირჩია 22 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა - აირჩია 12 660-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია - აირჩია 3250-მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია - აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ზოგადი უნარები- აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა - აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება - აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია - აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა - აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება - აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

წაიკითხეთ სრულად