შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39.300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან დაახლოებით 94% გამოცხადდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3.600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12.000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.