2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.
„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
როდიდან მიიღებენ სახელფასო დანამატს ის პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ
მასწავლებლების ნაწილმა ახალი სემესტრი ახალი სტატუსით დაიწყო. ის პედგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ (ან მომდევნო დღეებში შეეცვლებათ), სახელფასო დანამატს იანვრიდან მიიღებენ.
როგორცMoms.ge-ს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში განუცხადეს, დანამატის დაანგარიშება სტატუსის შეცვლის თარიღიდან მოხდება:
„სტატუსის ცვლილება ამ კვირაში დაიწყო. პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვლებათ, დანამატს იანვრის ბოლოდან მიიღებენ. რომელი თარიღიდანაც მოხდა სტატუსის ცვლილება, იმ თარიღიდან მოხდება დანამატის ათვლაც,“ - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.