Baby Bag

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის

საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ ​მნიშვნელოვანია.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შანსები საკმაოდ დაბალია და ბავშვები გაკვეთილების გაცდენით უფრო მეტად დაზარალდებიან:

,,ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე, რამხელაც სკოლაში დაბრუნებას. ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ჩვენი სამეცნიერო და მედიცინის ექსპერტების მოწოდებებით და ახლა ბევრად მეტი ვიცით ვირუსზე, ვიდრე წლის დასაწყისში“, - დასძინა ჯონსონმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სატურაციის აპარატით სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმების შემდეგ, პაციენტები მომენტალურად წყნარდებიან'' - ზღვარი, რომლის ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდეს სატურაცია

სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმებაზე პულმუნოლოგი კახა ვაჭარაძე​ საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად