მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს, სტატუსი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს შეეცვლებათ, - ამის შესახებ Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ცნობისთვის, წელს პედაგოგებს, პირველ გამოცდაზე (ზაფხულის გამოცდაზე) წარუმატებლობის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე (შემოდგომას) და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია.
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.
მოქმედ სქემაში ცვლილებების შემდეგ მასწავლებელს მიღწეული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).
წაიკითხეთ სრულად