ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძემ იმუნიტეტის გასაძლიერებლად საინტერესო რეცეპტი შემოგვთავაზა, რომელსაც „გურულების რეცეპტი“ ეწოდება:
„ერთი არაჩვეულებრივი რეცეპტი მაქვს, რომელსაც „გურულების რეცეპტს“ ვუწოდებ. ერთლიტრიან ქილაში იდება 10 კვერცხი, შემდეგ ლიმონი უნდა დაასხათ. იქვე დაინახავთ, როგორ დნება კვერცხის ნაჭუჭი. ლიმონი და კვერცხი 10-14 დღე ბნელ ადგილას უნდა დავდოთ. ათი დღის შემდეგ დაინახავთ, რომ ნაჭუჭი არის დამდნარი.“
ნინო ვაშაკიძემ დეტალურად აგვიხსნა, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ გურულების რეცეპი:
„დიდი ქართული ლიმონი თუ გვაქვს, ათი კვერცხისთვის ათი ცალი დაგვჭირდება. კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად სოფლის და არა ქარხნის. ორი კვირის შემდეგ ეს კვერცხი ფრთხილად უნდა ამოიღოთ. ამ კვერცხს უკვე ნაჭუჭი არ აქვს. ამ კვერცხებიდან დაგვჭირდება ხუთი კვერცხის გული. ვაკეთებთ გემრიელ გოგლი-მოგლს. გვჭირდება 200 გრამი შაქარი, 200 გრამი თაფლი, შემდეგ ემატება ყველაზე მთავარი ინგრედიენტი: კვერცხის ნაჭუჭი უკვე გამდნარ მდგომარეობაში, ლიმონი და 200 გრამი კონიაკი.“
„ეს არის ძალიან ძველი, გურიაში მიღებული რეცეპტი. მითხრეს, რომ ცნობილი „პაჭკორიას წამალი“ ამ რეცეპტის საფუძველზე კეთდება. კვერცხის ნაჭუჭში მიკროელემენტების თანაფარდობა იგივეა, რაც ჩვენს ორგანიზმში. თუ ორგანიზმში რამე გაკლიათ, ის შეიწოვება და არა ის, რაც არ გჭირდებათ. როდესაც ყველაფერი გამზადდება, დღეში ორჯერ 50 გრამი ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. ბავშვები საერთოდ არ ავადობენ. მე ვიწყებდი ოჯახში ოქტომბერში, ვამთავრებდი მარტში. ეს რეცეპტი განკუთვნილია სამი წლის ასაკიდან ბავშვებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.
წყარო: დილა ფორმულაზე
წაიკითხეთ სრულად