განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, განახლებული ელექტრონული ჟურნალი საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რადგანაც ის გთავაზობთ:
- მშობელსა და მასწავლებელს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხს
- შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას
- მასწავლებელსა და მშობელს შორის დღის განრიგისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას
სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს:
Android: bit.ly/3myM1Ro
IOS: apple.co/2E8m35S