განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.
ბიუჯეტის პროექტი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები; ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი;
კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი;
სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 36.9 მლნ ლარზე მეტი;
სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი;
კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 68.7 მლნ ლარი;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 27.0 მლნ ლარამდე;
მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 127.1 მლნ ლარი. აღნშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წელს ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 21.1 მლნ ლარი.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“