Baby Bag

„მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა, ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება,“ - მიხეილ ბატიაშვილი

„მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა, ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება,“ - მიხეილ ბატიაშვილი
თუ პედაგოგს არ ექნა ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული ეკონომიკური პირობები, მას ვერ ექნება მოტივაცია და ამის გარეშე საქმე წინ ვერ წავა. მესმის, რომ დღეს ბევრი ადამიანი მართლა გმირობას სჩადის – დაუღალავად და ყოველდღიურად შრომობს, თუმცა იმისთვის, რათა სისტემურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ადამიანთა მატერიალური უზრუნველყოფა. უკვე მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ხელფასების ზრდა. ეს პედაგოგთა დიდ რაოდენობას ეხება. ამისთვის რესურსები უკვე გაწერილია,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალ „სკოლის მართვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გაეცანით მინისტრთან ინტერვიუს სრულად, სადაც ის სამომავლო საქმიანობასა და განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს. (მიხეილ ბატიაშვილს ესაუბრა გია მურღულია ჟურნალ „სკოლის მართვის“ მთავარი რედაქტორი).

მიხეილ ბატიაშვილთან ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ​ ჟურნალის მე-3-მე-8 გვერდებზე.