Baby Bag

მწვანე კალამი პედაგოგებს დავალებების შემოწმებისას

მწვანე კალამი პედაგოგებს დავალებების შემოწმებისას - შალვა ამონაშვლის უნიკალური მეთოდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარგა ხანია დაინერგა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის'' 

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა

„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. ​შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად