Baby Bag

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლ​ებლების სანდო წყარო“

ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოს მთავრობამ დააწესა, 28 ნოემბრიდან ამოქმედდება
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა...
ცნობილია, ვინ ისარგებლებს 100-ლარიანი დახმარებით
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

„სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ,“ - ამის შესახებ ​Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, 10 რიცხვის მონაცემებით იღებენ ინფორმაციას და რადგან სტატუსის ცვლილება 10 რიცხვის შემდეგ დაიწყო, პედაგოგებს დანამატი მომდევნო თვეში ჩაერიცხებათ:

„დანამატის დარიცხვისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ - თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს (ამ შემთხვევაში, იანვარში). ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან (თებერვლიდან) დაირიცხება,“ - უთხრეს Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით აქამდე სამინისტროში სხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც უწყებაში, აღნიშნავდნენ, დანამატი იანვარშივე ​დაირიცხებოდა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად