Baby Bag

ელექტრონული ჟურნალი კვლავ ხარვეზებით მუშაობს - ნიშნების შეტანის ვადა პედაგოგებს წლის ბოლომდე აქვთ

ელექტრონული ჟურნალი კვლავ ხარვეზებით მუშაობს - ნიშნების შეტანის ვადა პედაგოგებს წლის ბოლომდე აქვთ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა და ნიშნების ხელახლა შეტანა პედაგოგებს წლის ბოლომდე შეეძლოთ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განცხადებით, ელექტრონული ჟურნალის ხარვეზებით მუშაობის გამო პედაგოგებს ეს ვადა გაუხანგრძლივდათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“ - ნათქვამი იყო უწყების განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, პედგოგების ინფორმაციით ელექტრონული ჟურნალი კვლავ ხარვეზებით მუშაობს და ისინი არა თუ ნიშნების შეტანას, არამედ პლატფორმაზე შესვლასაც კი ვერ ახერხებენ.

„დღეს საერთოდ ვერ შევდივარ ელ.ჟურნალში, არადა სკოლაში მითხრეს, რომ ბოლო დღეა. არ ვიცი, ნიშნებს როგორ შევიტან, უკვე მერამდენედ ემართება ასე, დავიტანჯეთ“

„ელ. ჟურნალში შეტანილი მქონდა მიმდინარე ნიშნები, ,,არები“, შემაჯამებლები. დღეს ყველაფერი გამქრალი დამხვდა, მოსწავლეებთან ჩანს ქულები, ჩემთან - არა, ჟურნალი არ მაძლევს დისტანციურის არჩევას, ასევე, მიჩანს ძველი ცხრილი, შესაბამისად თარიღებიც არეულია“

„ორი კლასი საერთოდ არ მიჩანს, ასეთ პირობებში როგორ ვიმუშაოთ?!“ - წერენ პედაგოგები სოციალურ ქსელში და ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვენ.

როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, მათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას თხოვნით მიმართეს, რომ ელ.ჟურნალში მუშაობის შესაძლებლობა არდადაგების პერიოდშიც მიეცათ, თუმცა როგორც ​MomsEdu.ge-მ დაადგინა, უწყებამ პედაგოგებს დრო მხოლოდ სემესტრის დასრულებამდე მისცა.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სკოლებისთვის სავალდებულო ამ სასწავლო სემესტრიდან გახდა და პლატფორმით სარგებლობა მასწავლებლების გარდა, მშობლებსა და მოსწავლეებსაც შეუძლიათ. 

ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით
ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს. ,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით. გთ...